Sunday, December 13, 2015

ტრენინგის ანგარიში

 ტრენინგის დასახელება- ინტელის სასწავლო კურსი
ტრენინგის ჩამტარებელი ორგანიზაცია- მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
ჩატარების ადგილი-მცხეთის რაიონი სოფ. მისაქციელის საჯარო სკოლა
ტრენინგის ხანგრძლივობა-36 სთ.
ტრენერი-მაია ჯოხაძე
ტრენინგის ჩატარების დრო- 19 ნოემბერი-13 დეკემბერი 2015წ.

   ტრენინგის მიზანი იყო პროექტებით სწავლება და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში. ასევე გავეცანით ინტერნეტ სახელმძღვანელოს, სადაც უამრავი რესურსი და მასალაა თავმოყრილი. გავაკეთეთ პროექტი და მისი პრეზენტაცია, ეს ხელს უწყობს ისტ-ის ინტეგრირებას სასწავლო პროცესთან და ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალიწინებული შედეგების მიღწევას. ტრენერმა გაგვაცნო ჩვენი ტრენინგის მიზანი, ელექტრონული სახელმძღვანელო, რომელიც განთავსებულია ინტერნეტში. გავეცანით სახელმძღვანელოს შინაარსობრივ მხარეს. ვისწავლეთ ბლოგის გახსნა. გავხსენით ახალი ბლოგი ჩვენი პროექტისათვის. ავირჩიეთ ბლოგის დიზაინი, შემდეგ შევქმენით ბუკლეტი პროექტისათვის და ჩავდეთ ჩვენ საქაღალდეში. ამის შემდეგ საქაღალდე ავტვირთეთ დრაივში, შემდეგ ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე. გეგმაში ჩავსვით საგნობრივი სტანდარტის შედეგები და ინდიკატორები. ჩამოვტვირთეთ ეკრანზე პროექტის გეგმა გუგლ დრაივიდან, შევიტანეთ ცვლილებები და ისევ ავტვირთეთ ჩვენს საქაღალდეში გუგლ დრაივზე. შედეგ ვიმსჯელეთ ზოგად, თემატურ და შინაარსობრივ კითხვებზე. გავაკეთეთ ბუკლეტები. საპრეზენტაციო პროგრამის გამოყენებით გავაკეთეთ მოსწავლის პრეზენტაცია. შექმნილი მასალები დავდეთ დრაივში, ავტვირთეთ ბლოგზე, გავაკეთეთ ბმულები, გავაფორმეთ ბლოგი, შევცვალეთ დიზაინი. ბოლო დღეს განვიხილეთ ერთმანეთის პრეზენტაციები, მოვისმინეთ კომენტარები.

No comments:

Post a Comment