Sunday, December 13, 2015

ტრენინგის ანგარიში

 ტრენინგის დასახელება- ინტელის სასწავლო კურსი
ტრენინგის ჩამტარებელი ორგანიზაცია- მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
ჩატარების ადგილი-მცხეთის რაიონი სოფ. მისაქციელის საჯარო სკოლა
ტრენინგის ხანგრძლივობა-36 სთ.
ტრენერი-მაია ჯოხაძე
ტრენინგის ჩატარების დრო- 19 ნოემბერი-13 დეკემბერი 2015წ.

   ტრენინგის მიზანი იყო პროექტებით სწავლება და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში. ასევე გავეცანით ინტერნეტ სახელმძღვანელოს, სადაც უამრავი რესურსი და მასალაა თავმოყრილი. გავაკეთეთ პროექტი და მისი პრეზენტაცია, ეს ხელს უწყობს ისტ-ის ინტეგრირებას სასწავლო პროცესთან და ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალიწინებული შედეგების მიღწევას. ტრენერმა გაგვაცნო ჩვენი ტრენინგის მიზანი, ელექტრონული სახელმძღვანელო, რომელიც განთავსებულია ინტერნეტში. გავეცანით სახელმძღვანელოს შინაარსობრივ მხარეს. ვისწავლეთ ბლოგის გახსნა. გავხსენით ახალი ბლოგი ჩვენი პროექტისათვის. ავირჩიეთ ბლოგის დიზაინი, შემდეგ შევქმენით ბუკლეტი პროექტისათვის და ჩავდეთ ჩვენ საქაღალდეში. ამის შემდეგ საქაღალდე ავტვირთეთ დრაივში, შემდეგ ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე. გეგმაში ჩავსვით საგნობრივი სტანდარტის შედეგები და ინდიკატორები. ჩამოვტვირთეთ ეკრანზე პროექტის გეგმა გუგლ დრაივიდან, შევიტანეთ ცვლილებები და ისევ ავტვირთეთ ჩვენს საქაღალდეში გუგლ დრაივზე. შედეგ ვიმსჯელეთ ზოგად, თემატურ და შინაარსობრივ კითხვებზე. გავაკეთეთ ბუკლეტები. საპრეზენტაციო პროგრამის გამოყენებით გავაკეთეთ მოსწავლის პრეზენტაცია. შექმნილი მასალები დავდეთ დრაივში, ავტვირთეთ ბლოგზე, გავაკეთეთ ბმულები, გავაფორმეთ ბლოგი, შევცვალეთ დიზაინი. ბოლო დღეს განვიხილეთ ერთმანეთის პრეზენტაციები, მოვისმინეთ კომენტარები.

მეცხრე დღის რეფლექსია

დამთავრდა ჩვენი ტრენინგი. გავალამაზეთ ჩვენი ბლოგები, განვიხილეთ ერთმანეთის პრეზენტაციები, მოვისმინეთ კომენტარები. მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ტრენერს მაიკოს და ჯგუფის ყველა წევრს.

Saturday, December 12, 2015

მოსწავლის პრეზენტაცია

მერვე დღის რეფლექსია

                                              

მერვე დღე დაეთმო პროექტის ფასილიტაციის მასალების დამზადებას,განვიხილეთ თემა მასწავლებელი, როგორც ფასილიტატორი. დასაწყისში გავარჩიეთ თუ რა იგულისხმებოდა ფასილიტაციის მასალებში. შემდეგ განვათავსეთ ფასილიტაციის მასალა პროექტის დამხმარე პორტფოლიოში და ბოლოს ეს მასალა ავტვირთეთ ბლოგზე. ვიმუშავეთ ჩვენი პროექტის გეგმების დახვეწასა და სრულყოფაზე, შევცვალეთ დიზაინი. ამის შემდეგ შევაჯამეთ განხილული მოდული.

Tuesday, December 8, 2015

მეშვიდე დღის რეფლექსია

                  

 ძალიან საინტერესო დღე იყო. ნამუშევრები დრაივზე ავტვირთეთ დაბლოგზე გამოვაქვეყნეთ.

პროექტის პრეზენტაცია

Sunday, December 6, 2015

მეექვსე დღის რეფლექსია




დღეს ვისწავლე პრეზენტაციის დრაივზე გამოქვეყნება,ასევე გამოვაქვეყნე მოსწავლის პრეზენტაცია. სასიამოვნო განცდაა, როცა ხედავ შენი შრომის შედეგს. მადლობა მაიკოს
თავდაუზოგავი მუშაობისათვის.

Saturday, December 5, 2015

მეხუთე დღის რეფლექსია

                                             
ტრენინგი იყო დამღლელი, მაგრამ საინტერესო გავაკეთეთ პროექტის პრეზენტაცია. შევავსეთ შეფასების დროის ჩარჩო.